რევაზ არველაძე მთავრობის წინააღმდეგ – “ნუ იფიქრებთ, რომ რაკი ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, ენერგეტიკაში კარგადაა საქმე”

რევაზ არველაძე მთავრობის წინააღმდეგ - "ნუ იფიქრებთ, რომ რაკი ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, ენერგეტიკაში კარგადაა საქმე"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად ენერგეტიკაში მუშაობის ხარისხი გაუარესდება. ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.
– ასეთი რეფორმების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ ნაკლები რესურსებით უკეთესი თუ არა, იგივე ხარისხის შედეგები მაინც მივიღოთ. დარმუნებული ვარ, რომ ენერგეტიკის სფეროში უკეთეს ხარისხს ვერ მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობის ხარისხი გაუარესდება. ნურავინ იფიქრებს, რომ რადგან ყველაფერი ანთია და ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, აქ კარგად არის საქმე.

დღეს ისეთი მდგომარეობაა ენერგტიკაში, რომ გინდათ უცხოურ ქვეყნებთან ურთიერთობაში და ა.შ, სამინისტროს დონეზეა ძალიან ბევრი საკითხი გადასაწყვეტი. ამიტომ დეპარტამენტების და უფრო დაბალ დონეზე სამინისტროს ჩამოწევა დადებით შედეგებს არ მოიტანს. ეს ჩემი პირადი აზრია, – განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ ვერ ხვდება, რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

ბიზნესმედია