რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან სპეცოპერაცია ჩატარდა

რკინიგზის ცენტრალური სადგურის მიმდებარედ სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველები შეიარაღებული ადამიანის განეიტრალებას ცდილობდნენ, რომელმაც ტერიტორიაზე გაისროლა.

ვაგზალზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. imedinews-ის ინფორმაციით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3-ჯერ გაისროლა. ნივთმტიცების სახით ნაგანის ტიპის იარაღია ამოღებული. თავად მამაკაცი დაკავებულია.

შსს-ში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.