რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.