სახელმწიფო ლაბორატორიებს დემპინგში ადანაშაულებენ

სახელმწიფო ლაბორატორიებს დემპინგში ადანაშაულებენ“კერძო ლაბორატორიათა ასოციაცია” სოფლის მეურნეობის ლაბორატორიებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებს. ასოციაციის ხელმძღვანელი “საქმის კურსთან’’ საუბარში განმარტავს, რომ კერძო ლაბორატორიები სახელმწიფო ლაბორატორიას კონკურენციას ვერ უწევენ, რადგან მათი მომსახურების ფასი უმეტესწილად 30-50%-ით დაბალია კერძო ლაბორატორიებთან შედარებით.
– კერძო ლაბორატორიების კონკურენცია სახელმწიფო ლაბორატორიებთან, რომელიც ოპერირებს დემპინგური ფასებით, საბოლოო ჯამში აუცილებლად გამოიწვევს ბაზრიდან კერძო ლაბორატოროების გაქრობას. როდესაც სახელმწიფო ოპერირებს ბაზარზე, ეს უკვე ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას. სახელმწიფოსთან კონკურენცია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კონკურენცია, ეს არის ფაქტიურად შეუძლებელი, ამიტომ ძალაინ ბევრ პრობლემა იწვევს, ბაზარზე არც ლაბორატორიები ჩნდება და არც არსებულები ვითარდება, – აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან კალანდაძე.
მისი თქმით, სახელწმიფო ლაბორატორიების დემპინგური ფასებით ოპერირებისა და ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენტული პირობების შესახებ საქმის კურსში არიან სახელმწიფოს მაღალი რანგის პირები. კალანდაძის განცხადებით, ამის შესახებ ასოციაციის წევრი კომპანიები 4 წელია საუბრიბენ, თუმცა დაპირების მიუხედავად, რომ გაიმიჯნებოდა სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიების საქმიანობა, ამ დრომდე არ შესრულდა.

ბიზნესმედია