საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა კვლავ მცირდებაწლის პირველ 8 თვეში საქართველოს რკინიგზამ 6.988.580 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 919.000 ტონით შემცირებული მაჩვენებელია.
აქედან ადგილობრივ ტვირთებზე 1.252.229 ტონა მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე – 696.127 ტონა. იმპორტირებულმა ტვირთებმა საანგარიშო პერიოდში 1.677.170 ტონა შეადგინა, ტრანზიტულმა კი – 3.363.054 ტონა.
წლის პირველ 8 თვეში რკინიგზამ 23.447 TEU ერთეული კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.
შემცირდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დინამიკა და მან 8 თვეში 2.927.467 ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 3.583.158 ტონისა.

ბიზნესმედია