საქართველოში, შესაძლოა, ყავის ყაზახური ბრენდი SABAYON შემოვიდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, ყაზახური ბრენდის მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის გაყიდულია სულ 8 ფრანშიზა, არამხოლოდ ყაზახეთში, არამედ საქართველოსა და რუსეთში. 2019 წელს იგეგმება SABAYON-ის გახსნა ჩინეთშიც.
– უპირველესი პირობა ჩვენი მხრიდან, რომლითაც მყიდველებს შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენი სახელით იმუშაონ ბაზარზე, არის სურვილი – გახსნან ყავის სახლი. რაც შეეხება შენატანს, ეს 2 მილიონი ტენგე ჯდება, – აცხადებენ კომპანიაში.
ყავის სახლების დამფუძნებლის მიზანია, მსოფლიოს გარშემო 5 ათასი ობიექტი გაიხსნას.
ბიზნესმედია

