სავარაუდო ტერორისტები ხელყუმბარით გარეთ გამოცვივდნენ – სპეცოპერაციის დეტალები

სავარაუდო ტერორისტები ხელყუმბარით გარეთ გამოცვივდნენ - სპეცოპერაციის დეტალებიცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა უარყო  გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,

ამ ინფორმაციის საფუძველი მედიით გავრცელებული ფოტო გახდა, რომელზედაც ეზოში გარდაცვლილი ადამიანია აღბეჭდილი.

გაირკვა, რომ ეს პიროვნება 3-დან ერთ-ერთი ის სავარაუდო ტერორისტია, რომლის ლიკვიდაციაც ქართველმა სპეცრაზმელებმა მოახდინეს.

სავარაუდოდ, ბინაში გამაგრებულ სავარაუდო ტერორისტებს ტყვიები გაუთავდათ და, მოულოდნელად, გახსნილი ხელყუმბარებით გამოცვივდნენ გარეთ. სპეცრაზმელებმა მათ ავტომატების ჯერი დაუშინეს, რის გამოც მათ ხელიდან ხელყუმბარები გაუვარდათ.

ხელყუმბარები აფეთქდა. სწორედ ამ აფეთქებების გამო დაიჭრა სამი ქართველი სპეცრაზმელი.

შესაბამისად, სამართალდამცავებს სავარაუდო ტერორისტების ცოცხლად აყვანის შანსი არ ჰქონდათ.