სავარაუდო ტერორისტების ბინის მფლობელი თინა გაორგაშვილია, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს – ბინა მერი ხანგოშვილზეა გაფორმებული

სავარაუდო ტერორისტების ბინის მფლობელი თინა გაორგაშვილია, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს - ბინა მერი ხანგოშვილზეა გაფორმებულიბინის მფლობელი, სადაც სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფების წევრები იმყოფებიან, ავსტრიაში მცხოვრები თინა გაორგაშვილია, ხოლო ბინა ოფიციალურად მერი ხანგოშვილზეა გაფორმებული. ორივე მათგანი პანკისისის ხეობის მკვიდრია, თუმცა გაორგაშვილი უკვა რამდენიმე წელია ავსტრიაში იმყოფება. პანკისიდან გავრცელებული ინფორმაციით თინა გაორგაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ის ამ ეტაპზე კონტაქტური არაა.

თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ პანკისის ხეობაში. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბრალდებულები, რომელთა აყვანის ოპერაციაც ამ წუთამდე მიმდინარეობს, უცხოეთის მოქალაქეები არიან და ხეობასთან კავშირი არ აქვთ.

– დარწმუნებული ვარ, რომ პანკისიდან არ იქნებიან. ვინ არიან, მართლაც ვუზივარ ტელევიზორს მთელი დღე მე თვითონ მაინტერესებს. ძალიან შეწუხებული ვარ, ყოველთვის თუ რამე მოხდება საქართველოში, მაშინვე პანკისს მიაშურებენ ხოლმე და პანკისია ასე ვთქვათ, განტევების ვაცი, – განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა

ნიუპოსტი