ქუთაისში მომხდარ ავარიას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ბალახვანში გუშინ საღამოს მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს გზაზე შეშა გადაჰქონდა, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლოატაციას გულისხმობს.
ნიუპოსტი

