„სხვისი საკუთრების მიმტაცებელი” – აქცია ,,დინამოს” პრეზიდენტის წინააღმდეგ

„სხვისი საკუთრების მიმტაცებელი" - აქცია ,,დინამოს" პრეზიდენტის წინააღმდეგთბილისის დინამოს ბაზასთან სამშენებლო კომპანია “ბაუ სთარის” თანამშრომლები და კლიენტები საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას წინააღმდეგ აქციას მართავენ.

ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა.
დავა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.

“დინამოს” ხელმძღვანელობა ბაზასთან კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგება, ხოლო დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბინები მათ 2018 წელს უნდა მიეღოთ, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უცნობია ეს თარიღი რამდენი ხნით გადაიწევს. თავად სამშენებლო კომპანია “ბაუ სთარის” წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ და მათთვის გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზი.