ესპანეთში კახაბერ შუშანაშვილის ცოლი და ქართული მაფიის 23 წევრი დააკავეს

ესპანეთში კახაბერ შუშანაშვილის ცოლი და ქართული მაფიის 23 წევრი დააკავესდღეს ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 პირია დაკავებული.

ამის შესახებ ესპანური მედია წერს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია 16 პირი.
მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ის დანაშაულებრივი ჯგუფის საერთო სალაროდან ყოველთვიურად 6 ათას ევროს იღებდა.

აღსანიშნავია, რომ კახაბერ შუშანაშვილის მეუღლე 2010 წელსაც დააკავეს და მაშინ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მადრიდსა და კატალონიის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა მისამართებზე პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

კახა შუშანაშვილი სასჯელს საფრანგეთში იხდის, ის კრიმინალური საქმიანობისთვის ბარსელობაში 2010 წელს დააკავეს,