გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია დასრულებულია, ლიკვიდირებულია ერთი პირი. არიან დაჭრილები.
ტერიტორიას ტოვებს ჯავშანტექნიკა და სამართალდამცავები.
ადგილზე რჩებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
სპეცოპერაციისას დაკავებული პირი, რომლის შესახებაც ინფორმაცია სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რიზვან გორნაკაშვილია.
ინფორმაციას ამის შესახებ “აქცენტი” პანკისის ხეობის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახლობლები გორნაკაშვილთან დაკავშირებას გუშინიდან მოყოლებული ვერ ახერხებდნენ.
დაკავებული ხელოსანია და თბილისში კერძო შეკვეთებზე მუშაობდა.

