სპეცოპერაციის ადგილას შტურმისთვის ემზადებიან

სპეცოპერაციის ადგილას შტურმისთვის ემზადებიან,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში სპეცოპოერაციის ადგილას სავარაუდოდ შტურმისთვის ემზადებიან, სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფები ადგილზე არიან მობილიზებული.

სამართალდამცველები იმ კორპუსს მიუახლოვდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები არიან მობილიზებულები. როგორც “იმედის” კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღარ გადაადგილდებიან.

თუმცა, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ბრიგადები, ასევე სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა დამატებითი სპეცტექნიკა ისევ შეიყვანეს. ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის ხმა არ ისმის.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, ცეცხლი ამ დროისთვის ტერიტორიაზე ჩამქრალია. ადგილზე მუშაობდა რამდენიმე სახანძრო ბრიგადა.