სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფოს მანქანებს დაჭრილები გამოყავს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 22 საათზე მეტია, სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაჭრილები გამოიყვანეს.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის თქმით, სავარაუდოდ დაჭრილია ორი ადამიანი.
ადგილზე ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა.