ინციდენტი მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალზე. როგორც “ნიუპოსტს” რუსთავიდან თვითმხილველმა აცნობა, “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი მოულოდნელად აალდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, აალება სავარაუდოდ, ელექტროობის გამო მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო დახმარების მანქანაა მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

