თბილისის შემოსასვლელთან სპეცოპერაცია ჩატარდა. მერსედესის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას კრიმინალურმა პოლიციამ საბრძოლო მასალა ამოიღო. სპეცოპერაციის დროს 30 წლამდე კაცი დააკავეს, რომელსაც ავტომობილით ე.წ “აბრეზი”, F1 ტიპის ხელყუმბარა, დანა და რამდენიმე ვაზნა გადაჰქონდა. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

