თბილისში კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში ქალის ცხედარი იპოვესთბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გარეგნული დათვალიერების შედეგად ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.