თელავში მკვლელობა მოხდა. 35 წლამდე კაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის დეტალები და მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
იმედინიუსი

