თერჯოლაში, საკუთარ სახლში ახალგაზრდა, 29 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

