ვანო მერაბიშვილი ციხეს ახალ წლამდე დატოვებს

ვანო მერაბიშვილი ციხეს ახალ წლამდე დატოვებსრამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.

“პრაიმტაიმი” ყოფილი პრემიერის ადვოკატს, გიორგი ჩივიაშვილსაც ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი ნამდვილად ჩაიბარა.