პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილს უდოს კომისიისთვის არ მიუმართავს. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას მერაბიშვილთან საუბარი არ ჰქონია.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
“მერაბიშვილისთვის ეს პერიოდი დამდგარია. ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და იმ კომისიაზე, ვინც ეს საკითხი უნდა განიხილეს. მისი დაკავება იყო პოლიტიოკური საკითხი და მისი გთავისუფლებასც პოლიტიკური საკითხია.
მერაბიშვილს არ მიუმართავს არავისთვის. ჩვენ არ გაგვიკეთებია მოთხოვნა, ვინაიდან ამ პროცედურის გავლა თავად ხელისუფლებას ევალება. პერიოდი დამდგარია, დაწინასწარი რაიომე განაცხადით მიმართვა საჭირო არ არის საკითხი თავად კომისიამ უნდა განიხილოს”- აღნიშნა ჩივიაშვილმა.
“ნიუპოსტი” სტრასბურგში მერაბიშვილის ადვოკატსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ თეორიულად, შესაძლებელია, ვანო მერაბიშვილი პირობით ვადამდე გაათავისუფლონ.
„ინფორმაციას, რომ ივანე მერაბიშვილმა შესაძლოა ახალ წლამდე დატოვოს საპყრობილე, ვერ დავადასტურებ, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება კანონს, მერაბიშვილს, ისევე როგორც ყველა პატიმარს, რომელიც კანონით დადგენილ სასჯელს მოიხდის, ავტომატურად ეკუთვნის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა. ეს საკითხი მერაბიშვილსაც ეხება. შესაბამისად, თეორიულად, შესაძლებელია, ის პირობით ვადამდე გაათავისუფლონ”- განუცხადა „ნიუპოსტს“ ოთარ კახიძემ.

