ვინა არიან საფრანგეთში დაკავებული ქართველი კანონიერი ქურდები ილია ხელაძე, რევი დარახველიძე, გიორგი ფოლადაშვილი, თევდორე გაბისონია და ნიკოლოზ ნოდია

ვინა არიან საფრანგეთში დაკავებული ქართველი კანონიერი ქურდები ილია ხელაძე, რევი დარახველიძე, გიორგი ფოლადაშვილი, თევდორე გაბისონია და ნიკოლოზ ნოდიაფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზსა და მის გარეუბნებში მაფიოზური დაჯგუფების 35 წევრი დააკავეს, რომელთაგან 8 ქალია. როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავებულთა უმრავლესობა ქართველია და ისინი ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჯგუფების წევრები ეჭვმიტანილები არიან ქურდობაში, ყაჩაღობაში, გამოძალვასა და ტრეფიკინგში.

„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული ქართველებიდან 5 კანონიერი ქურდია, მათ შორისაა, ილია ხელაძე, რომელიც თბილისის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თავს ევროპას აფარებდა.

ილია ხელაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა. ის სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებიდან, ე.წ. ქურდების ციხიდან გათავისუფლდა.

მათ შორისაა რევი დარახველიძე, 1979 წლის 18 აგვისტოს დაბადებული. რამდენჯერმეა ნასამართლევი საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2010 წელს, ბოლოს ცხოვრობდა გერმანიაში.

გიორგი ფოლადაშვილი, მეტსახელად სინკარა, დაიბადა 1981 წლის 31 ივლისს. ის კანონიერ ქურდად თურქეთში 2013 წელს ,,მონათლეს“

თევდორე გაბისონია, მეტსახელად სოხუმსკი. დაბადა 1980 წლის 6 ოქტომბერ სოხუმში. ისიც 2013 წელს ფოლადაშვილთან ერთად კანონიერი ქურდის სტატუსის მფლობელი გახდა

ნიკოლოზ ნოდია, მეტსახელად ნიკო თბილისკი, დაინადა 1979 წლის 12 იანვარს თბილისში. კანონიერი ქურდის სტატუსი მიიღო 2013 წელს, ცხოვრობდა თურქეთში.

პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, 70 ათასი ევრო და 200 ათასი ევროს კრიმინალური აქტივები. პარიზის გარდა საგამოძიებო მოქმედებები ასევე, ჩატარდა სამხრეთ იტალიაში, კალიბრიაში.

„ეს დაჯგუფება ძალიან მობილური იყო. ისინი ფლობდნენ ბინებს პარიზში ასევე იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. დაჯგუფების წევრებს რამდენიმე პირადობის მოწმობა გააჩნდათ,“- წერ ფრანგული მედია.

აღნიშნული მაფიოზური ქსელი ფულის გათეთრებითვის პარიზის რეგიონში არსებულ სამშენებლო კომპანიას იყენებდა.

ნიუპოსტი