ზესტაფონში სამარშრუტომ ქალი მოკლა

ზესტაფონში სამარშრუტომ ქალი მოკლაზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. 50 წლამდე ქვეითად მოსიარულე გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.
აღნიშნული შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.