ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თამაზ ჟორჟოლიანი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში.
ჟორჟოლიანი ამავე სოფლის მკვიდრია.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ ერთმანეთს “მიცუბიშისა“ და “ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.
ნიუპოსტი

