ზუგდიდის სასაფლაოზე 90-იან წლებში მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს

ზუგდიდის სასაფლაოზე 90-იან წლებში მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვესზუგდიდის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 90-იან წლებში მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ნეშტი მესაფლავეებმა ე.წ. ქაფათის სასაფლაოზე ახალი საფლავის გათხრისას იპოვეს. ცხედარი 50 სანტიმეტრის სიღრმეში იყო ჩამარხული.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით მამაკაცი, დაახლოებით, 90-იან წლებშია მოკლული, თუმცა პარკში გაახვიეს და ახლახან დაასაფლავეს.
ნეშტს ექსპერტიზა უტარდება.

ნიუპოსტი