ზუგდიდში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.