ზუგდიდში მანქანამ 7 წლის ბავშვი გაიტანა

ზუგდიდში მანქანამ 7 წლის ბავშვი გაიტანაზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო.

ინტერპრესნიუსი