15 წლის დაჭრილი ბიჭის ოპერაცია დასრულდა – მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

15 წლის დაჭრილი ბიჭის ოპერაცია დასრულდა - მდგომარეობა სტაბილურად მძიმეაინგოროყვას კლინიკაში დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
– პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა, – აღნიშნა ექიმმა.
მისივე თქმით, დაზიანებული იყო პერიკარდიუმი, გული არ იყო დაზიანებული.
თბილისში, მეტროს სადგურ “თავისუფლების მოედანთან” მოზარდი დღეს დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.