51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა

51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე სამართალდამცავებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს. დირექტორი მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

ცოტა ხნის წინ პოლიციას ჩაბარდა ძებნილი არასრულწლოვანიც.

სასტიკი მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე არასრულწლოვან ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.