51-ე სკოლის მე-11 კლასელები ვაკის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს

51-ე სკოლის მე-11 კლასელები ვაკის პოლიციის განყოფილებაში დაკითხესმთელი ღამის განმავლობაში ვაკის განყოფილებაში დაკითხვაზე  იმყოფებოდნენ  თბილისის 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. განყოფილებაში ისინი მშობლებთან ერთად იყვნენ, თუმცა უცნობია დაკითხვის დეტალები. ასევე უცნობია ერთ-ერთი მოსწავლის ადგილსამყოფელი, რომელსაც ასევე მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა პოლიცია და ოჯახის წევრები.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

იმედინიუსი