ადვოკატმა თიკო ქარსელაძემ თავი მოიკლა

ადვოკატმა თიკო ქარსელაძემ თავი მოიკლაადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თიკო ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს.

“როგორც “პირველს” ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა აცნობა თიკო ქარსელაძის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა.

მისი თქმით, მთელი ადვოკატთა ასოციაცია შოკშია. თვითმკვლელობის მიზეზზე არავინ საუბრობს.

– ყველასთვის წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა. შოკში ვართ. ახალგაზრდა გოგომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, – განუცხადა “პირველს” ასოციაციის წევრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თინა ქარსელაძე 35 წლის იყო. ის ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორად 2009 წლიდან მუშაობდა.