ისნის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის ოჯახი „წითელი ჯვარს“ ცხედრის გადაცემაში დახმარებას სთხოვს, თუმცა „წითელი ჯვარში“ აცხადებენ, რომ მსგავსი მოთხოვნის შესახებ მათთვის არავის მიუმართავს. ორგანიზაციაში, ასევე, განმარტავენ, რომ მსაგავსი მოთხოვნის შესახებ ინფორმცია შესაძლებელია სირიის ბიუროში იქნა გაგზავნილი.
ამასთან, როგორც ტვ „იბერია“ იუწყება, ჩატაევის მეუღლე ჩატაევის ცხედრის სირიაში გადასვენებას ითხოვს.
– თუ მოხდა მსგავსი მოთხოვნის შესახებ მიმართვა, ეს სირიის ბიუროს ეცოდინება ან შეიძლება მოხდა ჩვენი ორგანიზაციის რომელიმე კომიტეტშოი ან ფედერაციაში, მაგრამ ამაზე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ზოგადად, როდესაც არის მოთხოვნა, უშუალოდ ეცნობება „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს, – აცხადებს „წითელი ჯვარის“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.

