ბაღდათის ყოფილი გამგებელი ირაკლი გეგეშიძე საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ბაღდათის გამგეობაში ადასტურებენ.
მათი განმარტებით, გეგეშიძემ 3 დეკემბერს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოიკლა თავი. თვითმკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია.
ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის თანამდებობა 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეკავა. ის მანამდე საჯარო სტრუქტურაში არ მუშაობდა და მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.
გეგეშიძე 2016 წლის 25 აპრილს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გამგებელს 227.654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედავებოდა.
მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

