ბექა ბასილაია: სააკაშვილის უკრაინაში დაკავება, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს საეჭვოდ ემთხვევა

ბექა ბასილაია: სააკაშვილის უკრაინაში დაკავება, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს საეჭვოდ ემთხვევასაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველი ადვოკატი ბექა ბასილაია სააკაშვილის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს და უკრაინული ოპოზიციის ლიდერის საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს.ადვოკატის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს საეჭვოდ ემთხვევა.

– ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ ჭრილში გაგვიჭირდება, თუმცა იმის თქმა ცალსახად შეგვიძლია რომ ეს უკვე სამართლებრივი პროცესებიდან გასულია და ეს არის ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო გამოძევება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებზეა საუბარი, მათი ცემა, წამება და ა.შ. იმდენად დიდ უკანონობაზე მიდის უკრაინის ხელისუფლება და თავის მხრივ ქართული ხელისუფლებაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებში, ამ ნაბიჯზეც რომ წავიდნენ არ გაგვიკვირდება, საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ წლის ბოლომდე ექნებათ განაჩენი, ამ ყველაფერს უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც საეჭვოდ ემთხვევა. საბოლოოდ ეს განაჩენი სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი იქნება, – აღნიშნა ბასილაიამ.