ბიტკოინის ფასი 16.626,42 დოლარამდე დაეცა. ეს 15%-იანი ვარდნაა ორშაბათს დამყარებული რეკორდის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა 20.089 ათასი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
კრიპტოვალუტის ბირჯის Gatecoin-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ტომას გლუკმანმა განაცხადა, რომ ეს „კურსის მოკლევადიანი კორექციაა“. მისივე თქმით, კვირის ბოლოს, ბიტკოინის ფასი ისევ გაიზრდება.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.

