ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარს გადასცდა

ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარს გადასცდაყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა და ისტორიული მაქსიმუმს მიაღწია. ერთი ბიტკოინის ღირებულებამ $20.000-იან ნიშნულს გადააჭარბა და $20.078 შეადგინა. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $336 მილიარდია, ხოლო ყოველდღიურმა სავაჭრო მოცულობამ კი თითქმის $15 მილიარდს მიაღწია.
Сoinmarketcap-ის ინფორმაციით, ბიტკოინი $20 000-იან ნიშნულს მალევე ჩამოსცდა, ის 5%-ით გაიფასურდა და $19 000-მდე დაეცა.
აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება $3.000 იყო, სექტემბერში $5.000-ს მიაღწია, ნოემბრის ბოლოს კი $10.000 გახდა.

ბიზნესმედია