“ჩემმა მძინარე ბოიფრენდმა თავისი ყოფილი ცოლი გააუპატიურა” – სექსომთვარეულის ისტორია

"ჩემმა მძინარე ბოიფრენდმა თავისი ყოფილი ცოლი გააუპატიურა" - სექსომთვარეულის ისტორიასარამ ტომი საერთო მეგობრებთან გაიცნო და თავიდანვე მოეწონა. თანდათან ისინი დაახლოვდნენ. ვაჟს კარგი განათლება და იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა, რაც სარასთვის მისთან ურთიერთობის დამყარების კარგი სტიმული იყო.

ერთად ვახშმობას, კინოსა თუ სხვა სახის გართობას შემდეგ ინტიმური ურთიერთობებიც მოყვა. გახშირდა ერთმანეთის ბინაში ღამისთევებიც. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა.

ერთ ღამეს მძინარე სარას ტომის ალერსისგან გაეღვიძა. ტომი ცდილობდა, მასთან სექსი ჰქონოდა, თუმცა ამას უჩვეულოდ, უხეში ფორმით აკეთებდა. წყვილს ინტიმური ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდა, ამიტომაც სარამ გადაწყვიტა, არაფერი შეემჩნია და ტომს ყველაფრის უფლება მისცა.

– მაშინ ვიფიქრე, რომ ტომი ერთობა, თამაშობს და არ მინდოდა ამისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება და არაფერი ვუთხარი მას, – აცხადებს იგი.

"ჩემმა მძინარე ბოიფრენდმა თავისი ყოფილი ცოლი გააუპატიურა" - სექსომთვარეულის ისტორია

ეს ფაქტი დავიწყებას მიეცემოდა, რომ არა რამდენიმე თვის შემდეგ მომხდარი უფრო მძიმე შემთხვევა.

წყვილი მეგობრის წვეულებიდან საკმაოდ ნასვამი დაბრუნდა და ეგრევე დასაწოლად დაწვა. დაახლოებით ოთ საათზე სარამ ტომისგან კვლავ იგრძნო სექსუალური აქტიურობა და გაიღვიძა. პარტნიორი კვლავ უხეში ძალით ცდილობდა მის დაუფლებას, თანაც ისე, რომ საცვლებიც არ გაუხდია მისთვის.

დილით სარამ კატეგორიულად დაუყენა საკითხი ტომს, რომ მისგან მსგავს ძალადობას არ მოითმენდა და მასთან დაშორებას აპირებდა. ტომმა უპასუხა, რომ არ ესმის, რაზე ლაპარაკობს ქალი.

– იგი იმდენად გულწრფელად მეუბნებოდა, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია და არაფერი ახსოვდა, რომ წარმოუდგენელი იყო, არ დაგეჯერებინა, – აცხადებს სარა.

სარამ გადაწყვიტა, ყველაფერი გაერკვია. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ ტომი ყოფილი მეუღლის, კარენის, გაუპატიურებისთვის ციხეშიც იჯდა. სცენარი იგივე იყო, როგორც ახლა – ტომი კარენთან მივიდა, რათა ბავშვი მოენახულებინა. რადგან გვიან იყო, კაცი ღამის გასათევად ყოფილ მეუღლესთან დარჩა. მეორე დღეს კარენმა პოლიცია გამოიძახა და ტომს გაუპატიურებისთვის სასამართლოში უჩივლა. მიუხედავად კაცის კატეგორიული განცხადებისა, რომ არაფერი ახსოვს და მსგავსი არაფერი გაუკეთებია, იგი ციხეში ჩასვეს.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ სარამ ტომი ექიმთან წაიყვანა. მას ისიც გაახსენდა, რომ ერთხელ ტომმა გვიან ღამით შარვალი ჩაიცვა და სამსახურში წასვლა გადაწყვიტა. სრულყოფილი გამოკვლევისთვის ტომმა საავადმყოფოში ღამე გაათია.

ანალიზების მიხედვით მას სომნამბულიზმის (მთვარეული) საკმაოდ იშვიათი ფორმა – სექსომნია დაუდგინდა. ანუ ტვინის ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე – სძინავს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობაზე, მხედველობაზე და ემოციებზე – ფხიზლობს. შესაბამისად, სექსომნიით დაავადებული ადამიანი შეიძლება დაკავდეს სექსით, მოძრაობდეს და ჭამდეს ისე, რომ ამას ვერ აცნობიერებდეს. ამასთან სექსომნიიით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება “ცხადში სიზმარიც”, მათ შორის კოშმარულიც ნახოს და მისი მიხედვით იმოქმედოს.

ამ დიაგნოზმა ტომის იმედი ჩაუსახა, რომ გაუპატიურების უსაფუძვლო ბრალდება და ნასამართლეობა მოეხსნება. თუმცა, დამტკიცება იმისა, რომ გაუპატიურების დროს იგი სექსომნიის გავლენით მოქმედებდა, ძალიან გაუჭირდება.

თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც მკურნალობაა. ჯადოსნური წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მისი ინტერვალების გაზრდის საშუალებები.

კერძოდ, სექსომნიით დაავადებულებს ურჩევენ, პიჟამოთი დაიძინონ, რათა ძილში პარტნიორის სხეულთან უშუალო შეხება გაანეიტრალონ. ასევე, დაავადებულები უნდა მოერიდონ სტრესს, ალკოჰოლსა და სხვა აღმგზნებ საშუალებებს. კონტროლქვეშ აყვანილი სექსომნია შეიძლება ორი-სამი წელიც არ განმეორდეს.

ნიუპოსტი