დიკა გაკოტრდა

დიკა გაკოტრდაშპს დიკა გაკოტრებულად გამოცხადდა და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით, სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბერს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,დიკას’’ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.
კომპანიის მაშინდელ მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე წელია კომპანიაში შექმნილია კრიზისული ვითარება, რაც გამოწვეულია ვაჭრობის მკვეთრი შემცირებით და 2014-2017 წლებში ეროვნული ვალუტის დევალვაციით.
„პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი კომპანიის „Dika Stayle ltd /FACTORY OF CLOTHES CHAIN OF STORES“-ის მიმართ დროთა განმავლობაში დაგროვდა დავალიანება, რომლის გადახდა კომპანიას არ შეუძლია გადახდისუუნარობის გამო. შპს ,,დიკას” არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არის ერთი, რომლის მიმართაც 2017 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ვადამოსული დავალიანება შეადგენს 2.568.461.88 ლარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმედია