ძმები ბერიშვილები გირაოთი გამოუშვეს, მაჩალაძეს, კვარაცხელიას და დათიკაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

ძმები ბერიშვილები გირაოთი გამოუშვეს, მაჩალაძეს, კვარაცხელიას და დათიკაშვილს პატიმრობა შეუფარდესთბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ მსაჯებს ირაკლი და დავით ბერიშვილების აღკვეთის ღონისძიების სახით 5.000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო მსაჯ ზაზა მაჩალაძეს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს – პატიმრობა.
ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობაში არიან მოთავსებული. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს“.