თბილისის საქალაქო სასამართლოში გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი განიხილება.
საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ ქართულ კალათბურთში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.
“შევცდით, ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის”- ამბობს ბრალდებული.
კვარაცხელია ამბობს, რომ „საშიში პიროვნება არ არის“.
– მთელი ცხოვრებაა საქართველოსთვის ვიბრძვი. 27-ში სოხუმი დაეცა და მერე გამოვედი იქიდან. 30 ათასი ბავშვი გავზარდე. აქედან 6 მივეცი ეროვნულ ნაკრებს. კალათბურთი საშინელ დღეშია. ერთი დარბაზის დაქირავება 6 ათასი გვიჯდება, როცა 100 და 150 ლარებს ვიღებთ გასამრჯელოს მწვრთნელები თუ მსაჯები. შევცდით, ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის. იმდენად რთულ ვითარებაშია ქართული კალათბურთი ფინანსურად, რომ გამოჩნდა ეს დათო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ჩანერგილი და შევცდით, კი ბატონო, – განაცხადა კვარაცხელიამ.
განცხადება გააკეთა თემურ დათიკაშვილმაც.
– მე როცა შევხვდი დავითს, ამის შემდეგ მირეკავდა ტელეფონზე გამუდმებით და აღარ ვპასუხობდი. ტერორში ვიყავი ფაქტობრივად. გვეუბნებოდნენ, თუ ასე გიჭირთ, წინასწარ მოგცემთ ფულსო, – აღნიშნა დათიკაშვილმა.

