გარდაცვლილი გოგონას საქმრო და მეზობელი ბინაში აივნიდან შევიდნენ და ცხედრები აღმოაჩინეს – დედა სავარძელში იჯდა, შვილი კი გვერდით იატაკზე ნახეს

გარდაცვლილი გოგონას საქმრო და მეზობელი ბინაში აივნიდან შევიდნენ და ცხედრები აღმოაჩინეს - დედა სავარძელში იჯდა, შვილი კი გვერდით იატაკზე ნახესგორში ჭალის დასახლებაში გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. მოგვიანებით მათ სოფელ ქიწნისში გადაასვენებენ.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი.

მეზობლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დედა-შვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გარდაცვლილი გოგონას საქმრო და მეზობელი ბინაში აივნიდან შევიდნენ და ცხედრები აღმოაჩინეს. არცერთ მათგანს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, დედა სავარძელში იჯდა, შვილი კი გვერდით იატაკზე ნახეს. ბუნებრივი აირის გაჟონვას მეზობლები გამორიცხავენ, რადგან ოჯახი იქ არ ცხოვრობდა სისტემატიურად და ბინაში გაზი არ იყო შეყვანილი.

მათივე ინფორმაციით, გოგონა  წინა დღეს შეუძლოდ იყო და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ბინაზევე გაუწია.

გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში არ აკეთებენ კომენტარს, თუ რა ჩივილით მოხდა მათი გამოძახება. გამოძიება მომხდარზე 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

გორში, ჭალის დასახლებაში, გარდაცვლილი დედა-შვილი 11 დეკემბერს იპოვეს. 

იმედინიუსი