გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარესფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, კომპანია ”სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, შარაშიძე გამოკითხვაზე დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული.
მათივე ცნობით, საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.