გურჯაანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მოხუცი ცოლქმარი გარდაიცვალა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლისას ორივე მათგანს სასიცოცხლო ნიშნები აღარ აღენიშნებოდათ.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

