იდენტურ ვითარებაში 40 დღის წინ გარდაიცვალა მამაც – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები

იდენტურ ვითარებაში 40 დღის წინ გარდაიცვალა მამაც - გორის ტრაგედიის ახალი დეტალებიახალი დეტალები გახდა ცნობილი გუშინ გორში გარდაცვლილი დედა – შვილის შესახებ. მეზობლების განცხადებით, წინა დღეს ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული. შეუძლოდ თავს 22 წლის გოგო გრძნობდა. ექიმების დასკვნით, მას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა.

ღამის პირველ საათამდე სახლში სტუმრები იყვნენ, თუმცა შემდეგ დედა-შვილმა თავი უკეთ იგრძნო და ისინი მარტო დატოვეს. დილიდან კი, მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა. გარდაცვლილები აივნიდან გადასულმა არასრულწლოვანმა იპოვა.

მეზობლების თქმით, იდენტურ ვითარებაში 40 დღის წინ გარდაიცვალა მამაც. თუმცა, მაშინ მიზეზთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენიათ, რადგან მამაკაცს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

დედა-შვილის შეთხვევაში თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზად, გაზით მოწამლვა დასახელდა, თუმცა გუშინე გაირკვა, რომ სახლში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინაროებს.

თრიალეთი.გე