ირმა ჭკადუამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დასახელების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა. მისი თქმით, ახლანდელი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი “მემკვიდრის სახით დავით ასათიანის დატოვებას გეგმავს”. ამის შესახებ 1tv წერს.
ამასთან ჭკადუა დასძენს, რომ ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობაა უნდა დასრულდეს.
– მე ვარ ქალი, მე უნდა მომცენ ხმა და ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ირმა ჭკადუა საპროკურორო საბჭოს წევრიც არის.
ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს 9 დეკემბერს აირჩევენ. კანდიდატებს შორის ირმა ჭკადუას გარდა არიან: დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.
ამჟამად ასოაციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობს.
იმედინიუსი

