კასპში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მამაკაცი ოთხი დღის წინ გაუჩინარდა და მას ამ დროის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობს. სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს.

