ხულოში ხარაბაძეების 2 სახლი და სკოლის ალტერნატიული ფართი მთლიანად დაიწვა

ხულოში ხარაბაძეების 2 სახლი და სკოლის ალტერნატიული ფართი მთლიანად დაიწვახულოში, სოფელ ტუნაძეებში, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ხანძრის შედეგად ხარაბაძეების კუთვნილი ორი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სკოლის ალტერნატიული ფართი მთლიანად დაიწვა.
დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

– ოთხი და ექვსსულიანი ოჯახებია. დაშავებულები არ არიან. პირუტყვებიც გადავარჩინეთ. საცხოვრებელი სახლებიდან ივენტარი მოსახლეობასთან ერთად გამოვიტანეთ. დაზარალებულ ოჯახებს ხვალ ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. სკოლის საკითხზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელებთ. სასწავლო პროცესი შესაძლებელია ორი დღით შეჩერდეს. სკოლის ინვენტარი ნაწილობრივ გადავარჩინეთ, ხოლო სამივე შენობა მთლიანად დაიწვა, რადგან ხის მასალით იყო აშენებული. ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ხანძრის ლიკვიდაციაში მუნიციპალიტეტის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, – აღნიშნა გოჩა მელაძემ.
ხულოში სოფელ ტუნაძეებში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სკოლის ალტერნატიული ფართი მთლიანად დაიწვა

ინტერპრესნიუსი