საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 15 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5772 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0175-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0256 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0282 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0026 -ით გამყარდა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4395 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4398 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0003 -ით გამყარდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6679 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6700 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0021-ით გამყარდა

