ლარი ისევ გამყარდა

ლარი ისევ გამყარდაეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0192 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება 2.9980 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0256 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0276 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.