ლუხუნიჰესის მშენებლობაზე აუქციონი ცხადდება

ლუხუნიჰესის მშენებლობაზე აუქციონი ცხადდებარაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ,,ლუხუნიჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვა (აუქციონი) ცხადდება.
,,ლუხუნიჰესი 2“ -ის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 12მგვტ-ია. სავარაუდო წლიური გამომუშავება 73,58 მლნ.კვტ.სთ.
ჰესი ამბროლაურის რაიონში მდინარე ლუხუნზე აშენდება. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ჰესის მშენებლობა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში დაასრულოს.
პროექტის საწყისი ღირებულება 11,5 მლნ ლარად არის შეფასებული.

ბიზნესმედია